Saturday, July 17, 2010

ელექტრული ენერგიის სითბური,ქიმიური და მაგნიტური მოქმედება

1.პროექტის სახელი:ელექტრული ენერგიის სითბური,ქიმიური და მაგნიტური  მოქმედება

2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები იკვლევენ ელ–დენის სითბურ, ქიმიურ და მაგნიტურ  მოქმედებას, მოიძიებენ საჭირო რესურსებს, დამოუკიდებლად  ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, ჩაატარებენ გამოფენას.

3.პროექტის სრული აღწერა:პროექტის  მონაწილეები  სხვადასხვა  საშუალებებით :წიგნებით,ისტ–ს გამოყენებით, ენციკლოპედიებით მოიძევენ მასალას ელექტრული  ენერგიის  შესახებ,მათი თვისებების,  საზომი ხელსაწყოების და გაზომვის ხერხების შესახებ ინფორმაციას.

მოსწავლეები  მუშაობენ ჯგუფებში, ირჩევენ ლიდერებს, ქმნიან საორგანიზაციო კომიტეტს, რედკოლეგიას და ბიუჯეტის განმკარგულებელ ჯგუფს,ჯგუფები გამოფენის დღეს ატარებენ სხვადასხვა ექსპერიმენტებს. ხდება სურათების გადაღება.ბუკლეტების აწყობა და  შთაბეჭდილებების წიგნის შევსება.

4.მონაწილეთა ასაკი:16წელი

5.ვადები:2 კვირა

6.პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში.მოძიებული მასალის ანალიზი,დამოუკიდებელი მუშაობისათვის მზაობის შემოწმება,ალბომის შედგენა,შთაბეჭდილებების წიგნის შევსება.

7.მოსალოდნელი შედეგები:ჩამოუყალიბდებათ კვლევა–ძიების,   ანალიზის ,სინთეზის, ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარი ისტ–ის საშუალებით./ფოტოალბომი,  ფოტოგამოფენა,პრეზენტაცია.

8.სარგებელი სხვებისთვის: მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვა მოსწავლეებს.

9.სამუშაო ენა –ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან–ზანავის საჯარო სკოლის                     მე–10 კლასის                   მოსწავლეები.

11.საგნებთან კავშირი–ქიმია და ისტ–ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება.

12.შეფასება. პროექტის განხორციელებას ვაფასებ მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკის მიხედვით.

13.პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნმათოშვილი

14 პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა:nmatoshvili@gmail.com